ეკონომიკა
18/03/2020

ხუციშვილი: საგადასახადო სტიმულირება როცა არ იცი რა გაქვს გადასახდელი ვირუსის დასამარცხებლად არასერიოზულია

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკის სტიმულირება ამ ვითარებაში გაუმართლებლად მიაჩნია.

ლაშა ხუციშვილი პანდემიით გამოწვეული კრიზისის მოგვარების საკითხზე სოციალურ ქსელში მოსაზრებსს აქვეყნებს.

ხუციშვილი წერს, რომ ამ კრიზის არ აქვს ეკონომიკური საფუძვლები.

“კრიზისის გასაღები მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემების (ვირუსის დამარცხების) მოგვარებაშია. ეკონომიკის სტიმულირებაზე და ამისთვის კონკრეტული თანხების მობილიზებაზე ან/და საგადასახადო სტიმულებზე საუბარი, მაშინ როცა არც კი იცი რა გაქვს გადასახდელი ვირუსის დასამარცხებლად უბრალოდ არასერიოზული საქციელია.

ვირუსის ღირსეულად დამარცხებისთვის დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ყველას და თან არა მარტო რიცხვებში გამოხატული. პრობლემის გადადება გამოსავალი არ არის, თავისით არ გვარდება. რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო გაიზრდება ეს ფასი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ სხვა ჩვენს მაგივრად ამ ფასს არ გადაიხდის. ჩვენი გადასახდელია/მოსახდელია. ამ ვირუსს რომ დავამარცხებთ და #ჩვენდავამარცხებთ აი მერე აქვს აზრი ყველაფერს.

მოკლედ, სანამ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება:

ნებისმიერი სტიმული გაკეთებული ეკონომიკისთვის არის უბრალოდ ფულის წყალში გადაყრა;

ნებისმიერი გეგმა ეკონომიკის სტიმულირებისათვის არის პოპულიზმი, გათვლილი ამომრჩეველზე;

ყველანაირი რესურსი პირველ რიგში უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ვირუსის საფრთხის 0-მდე დასაყვანად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი როგორ დაასტიმულირო ეკონომიკა.

პ.ს. ფისკალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, ყველაფერი შეიძლება გააკეთო, ფულიც კი შეიძლება რომ დაარიგო, ოღონდ თუ დარწმუნებული ხარ რომ ამას ვირუსის დამარცხებაში იხდი და არა ეკონომიკის სტიმულირებაში.

ზომები რაც ტარდება და გატარდება არის სწორედ ის რომ მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ამ ფასის გადახდა ვირუსთან ბრძოლაში.

ის რომ საშემოსავლო გადასახადს თუ შეამცირებ 2%-ით ან ბრუნვის გადასახადს 1%-იდან 0%-მდე ეს ეკონომიკას დაასტიმულირებს, ბიზნესს გადაარჩენს და ვირუსს გააქრობს – მხოლოდ პოპულიზმია”, – წერს ხუციშვილი.

Businesspartner