ეკონომიკა
04/03/2023

"ქალსა და მამაკაცს შორის სახელფასო სხვაობა ერთსა და იმავე პოზიციაზე 36%-ს აღწევს"

საქართველოში ქალები ეკონომიკურად ისეთივე აქტიურები რომ იყვნენ, როგორც კაცები, მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდებოდა, - ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები. ქალები, რომ ეკონომიკურ საქმიაობაში ნაკლებად არიან ჩართულები, ამას ადასტურებს ქართული მხარეც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ  ნინო წილოსანმა  განუცხადა, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე“ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობებში ქალების მაქსიმალური მონაწილეობა მხოლოდ 30%-ია, მაშინ, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ.  

თემატურმა მოკვლევამ ცხადყო ასევე, რომ ქვეყანაში ქალებისთვის არ არის შექმნილი ისეთი პირობები, რომ მათ არჩევანის გაკეთება არ უწევდეთ ოჯახურ ფუნქციებსა, კარიერულ წინსვლასა და განვითარებას შორის. გამოიკვეთა ის გამოწვევებიც, რომლებიც ქვეყანაში  ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს და ისინი ძირითადად, რეგიონის პრინციპებს და ძველ ტრადიციებს უკავშირდება. ქალების შემთხვევაში,  გამოწვევა აღმოჩნდა აქტივების ფლობაც.

წილოსანის ინფორმაციით, ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის გარდა, საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს სახელფასო სხვაობაც ქალსა და მამაკაცს შორის. ეს მაჩვენებელი ერთსა და იმავე პოზიციაზე, 36%-ს აღწევს.

სწორედ ამ არსებული ვითარების გამოსასწორებლად, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციით“ განსაზღვრული მიმართულებებია: ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება, საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება, ასევე კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება და სხვა.

ცნობისთვის, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია. კონცეფცია არ წარმოადგენს კანონის ძალის მატარებელ დოკუმენტს, მაგრამ ის გარკვეული პოლიტიკური ხედვის დოკუმენტია, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს კონკრეტული ინიციატივები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022