ეკონომიკა
07/07/2020
ივნისში სავალუტო რეზერვები ₾22.7 მლნ-ით გაიზარდა
საქართველოს სავალუტო რეზერვები ივნისშიც გაეზარდა. 1 ივლისისთვის ქვეყანა 3,616 მლრდ მლნ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, ბოლო 1 თვეში ზრდა 22.7 მილიონი დოლარია. რეზერვებიდან 3,425 მლრდ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებია, რაც გასული წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ივნისში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სავალუტო ბაზარზე რეზერვებიდან თითქმის 50 მლნ დოლარი გაყიდა. კიდევ 20 მილიონი ბაზარს 2 ივლისსაც მიაწოდა. ცენტრალურ ბანკს სავალუტო რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე გაცხადებული აქვს. ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლის მოხსნის მიზნით სებ-ი სავალუტო ინტერნვენციებს ახორციელებს. წელს პანდემიის ფონზე, ეროვნულ ბანკს ბაზრისთვის 229.65 მლნ დოლარი აქვს მიწოდებული.