ეკონომიკა
20/08/2020

ივლისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7%-ით გაძვირდა

2020 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.0 პროცენტიანი ზრდა. ინფორმაციას “საქსტატი“ აქვეყნებს. 


2020 წლის ივნისთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითიმრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (5.6 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (2.1 პროცენტი), რამაც 0.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.


12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.6 პროცენტი), სასმელები (5.5 პროცენტი), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (5.2 პროცენტი);


⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (33.2 პროცენტი);


⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021