ეკონომიკა
03/08/2020

ივლისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა

ბოლო 3 თვის მაღალი ინფლაციის შემდეგ, ზრდის ტემპი შენელედა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ ივლისში 5.7% შეადგინა.

2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით კი 0.5%-იანი დეფლაციაა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა.

აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.9% იყო, მაისში კი 6.5%, ივნისში - 6.1%.

 

Businesspartner