ეკონომიკა
14/03/2023

IT სექტორში 12 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პირების მედიანური შემოსავალი 12 500 ლარია

საქართველოში IT სექტორში დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 4 500 ლარია. TechSurvey 2022-ის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი სწავლის დაწყებიდან 1 წელზე ნაკლებ დროში იწყებს ანაზღაურებად სამსახურს ან სტაჟირებას.

რაც შეეხება ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, როგორც კვლევაშია აღნიშნული, IT სექტორში 6-დან 12 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანების საშუალო/მედიანური თვიური შემოსავალი 12 500 ლარი, 0-დან 1 წლამდე გამოცდილების მქონე პირების ხელფასი კი 1250 ლარს შეადგენს.

ამასთან, მაქსიმალური ანაზღაურება 27-29 და 30-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირებს აქვთ. 2022 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა 376-მა ადამიანმა მიიღო. კვლევა 2018 წლიდან ტარდება.

Businesspartner