ეკონომიკა
27/08/2020

ინტერვენციამ ლარი 1.08 თეთრით გაამყარა

ეროვნული ბანკის განხორციელებული ინტერვენცია ლარის კურსზე აისახა.

27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0696 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.08 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6243 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4174 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0500 ლარი ეღირება.

Businesspartner