ეკონომიკა
03/12/2020
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე შეღავათი წესდება
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე შეღავათი წესდება. “საქპატენტის“ თავმჯდომარისმმინდია დავითაძის ინფორმაციით, პროგრამა ბიზნესის მხარდაჭერას ემსახურება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასურზე 50%-იანი შეღავათი დგინდება. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონული განაცხადით მიმართავს. შეღავათი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა 7 დეკემბრიდან დაიწყება და 2021-ის 7 ივნისს დასრულდება. პროგრამის ღირებულებაა 405 ათასი ლარი, რომელიც მთლიანად კერძო სექტორში დარჩება.“-განაცხადა მინდია დავითაძემ.