ეკონომიკა
27/10/2023

"იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო"

"იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, რათა ჩვენს "შუა დერეფანში" მეტი ტვირთი ვნახოთ,"- ამის შესახებ "აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტრანსპორტირების და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მამუკა მურჯიკნელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, "აბრეშუმის გზის ფორუმის" მსგავსი ფორუმები საქართველოსთვის ძალიან კარგია, ვინაიდან ქვეყანაში რეგიონის ქვეყნებიდან  ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშეები არიან ჩამოსული.

"სხვადასხვა ფონდებთან და მოთამაშეებთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი,"-აცხადებს მურჯიკნელი.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტრანსპორტირების და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, ცოტა ხნის წინ წევრ კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც ძირითად პრობლემად, საბაჟო შეფერხების პრობლემა გამოიკვეთა. რაც მისივე თქმით, მარტივად აღმოსაფხვრელია.

ცნობისთვის, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და მასში წელს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

 

Businesspartner