ეკონომიკა
20/10/2020

IMF: ვხედავთ საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს.

ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.

ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. "ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიური შოკის დროს, რომელმაც მძიმედ დაარტყა საქართველოს ეკონომიკას, რადგან ეს არის ღია ეკონომიკა, სადაც ტურიზმი, ვაჭრობა და გლობალური ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაცია საკმაოდ მაღალია", - ამბობს ჰაჯიდ აზური.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ბანკმა გამოიყენა მაკროეკონომიკური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი, რათა დაეცვა ქართული ეკონომიკა მათ შორის გაცვლითი კურსი, იმ შოკისგან, რომელსაც საქართველო განიცდიდა.
"გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო ზომები დამატებითი ფინანსური დახმარების მიზნით. ყველა ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რათა გაღრმავდეს ის, რაც უკვე შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.” -აღნიშნავს ჯიჰად აზური.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რისკების შემცირება ისეთ სექტორებში, რომლებიც სავაჭრო პარტნიორებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

“კრიზისის დროს, ჩვენ დავინახეთ ვერცხლის ერთგვარი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს პოტენციალს სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა,” - ამბობს ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი.

Businesspartner