IMF: ეკონომიკისთვის რისკები დიდია და ძირითადად უარყოფითი
რისკები დიდია და ძირითადად უარყოფითი, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეშვიდე მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„საერთაშორისო მონეტარული ფონდის“ მიმოხილვის მიხედვით, COVID-19 გავრცელებამ, მსხვილი სავაჭრო პარტნიორების მუშაობის შენელებამ, ასევე გააქტიურებულმა რეგიონულმა კონფლიქტმა და უსაფრთხოების რისკებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ინვესტიციების შემოდინებას, გაახანგრძლივოს საგარეო მოთხოვნის შეფერხება, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, რაც ფინანსურ სტაბილურობას შეასუსტებს.
იქვე მითითებულია, რომ რესტრუქტურიზებულმა სესხებმა შეიძლება საკრედიტო ხარისხის შემდგომი გაუარესება გამოიწვიოს, ისევე როგორც გაცვლითი კურსის გაუფასურება.
"ფინანსურმა არასტაბილურობამ მეზობელ ქვეყნებში შეიძლება ასევე გააძლიეროს ლარის კურსის მერყეობა, ახალი შეზღუდვები ზრდის დამატებით რისკებს. რაც შეეხება ვაქცინას, ეფექტური ვაქცინის უფრო სწრაფად გმოჩენამ და განაწილებამ შეიძლება გაზარდოს ნდობა, რაც ტურიზმის აღდგენას და ინვესტიციების მოზიდვას დააჩქარებს," – ნათქვამია IMF–ის მიმოხილვაში.