ეკონომიკა
11/08/2020
"იდენტიფიცირებულია 400-მდე კომპანია, რომელიც შესაძლოა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდეს"
იდენტიფიცირებულია 400-მდე უცხოური კომპანია, რომელიც შესაძლოა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გადაცემა "პიზნესპარტნიორის ოთხეულში".
ბექა ლილუაშვილის განმარტებით, არ არ არსებობს ილუზია რომ 1-2 თვეში ან თუნდაც 2 კვარტალში მსხვილი ინესტორები საქართველოში ჩამოვლენ, თუმცა 2-3 წლის პერსპექტივაში მსხვილი ინვესტიციების მოლოდინი არსებობს.
“ყველა ასეთ კომპანიასთან უკვე მთავრობის დონიდან დაწყებულია კომუნიკაცია. აქტიურად მიმდინარეობს როგორც მიმოწერა ასევე ონლაინ შეხვედრები. და უკვე გვაქვს რამდენიმე ნათელი მაგალითი. ასევე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სტეიკჰოლდერებთან რომლებიც ინვესტორებს გადაწყვწტილების მიღებაში ეხმარება.”