ეკონომიკა
19/03/2020

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 4,5%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 1,853 მლრდ დოლარია 6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 526.3 მლნ დოლარს აღწევს, წლიური ზრდა 4.5%-ია. საანგარიშო პერიოდში იმპორტი 1,327 მლრდ დოლარია, ზრდა 6.7%.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, 801.3
მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში ექსპორტი შემცირებულია, 0,5%-ით 263,616 მლ დოლარამდე.