ეკონომიკა
19/08/2020
იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17.6%-ით შემცირდა
2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარს (17.9 პროცენტით ნაკლებია).
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ- ივლისში, 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.