ეკონომიკა
13/09/2023
იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა $14 მლრდ-მდე გაიზარდა
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4.075 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9.925 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 5 850.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8 პროცენტია.