ეკონომიკა
21/08/2020

გურიაში “ბახვი 1“ ჰესს ამერიკული კომპანია ააშენებს

გურიაში, მცირე ელექტროსადგური "ბახვი 1" აშენდება. ინვესტორთან მემორანდუმი დღეს გაფორმდა. 

„ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც კოვიდ-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ინვესტორი, რომელიც პროექტში თანხებს ჩადებს ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიაა“.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონილი  სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ - ის ელჩი საქართველოში კერი დეგნანი.

მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი 1“ - ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021