ეკონომიკა
17/03/2023

G&T: მეორადი ავტომობილების ფასები 10-20%-ით შემცირდება

G&T 2023 წლიდან ავტომობილების გაიაფებას პროგნოზირებს. კერძოდ, მეორადი ავტომობილების ბაზარზე 10-დან 20%-მდე ფასების კლებაა ნავარაუდევი.

როგორც საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, დილერების ინფორმაციით, გასულ წელს ახალი ავტომობილები წლიურად 15-20%-ით გაძვირდა, მეორადი კი 23%-ით.

„2022 წელს 2019 წელთან შედარებით მეორადი ავტომობილების ფასები 47%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზი , გადაზიდვების გაძვირება იყო. თუმცა გლობალურად საკონტეინერო გადაზიდვების ფასები ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. შესაბამისად, 2023 წლიდან ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური, ტრანპორტირების ხარჯები თითქმის 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 2023 წლიდან ფასები შემცირდება და ეს უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზარზეც.“-აღნიშნავენ G&T-ში.

Businesspartner