ეკონომიკა
07/04/2023

გიორგი სეთურიძე: ავიაგადაზიდვების ფასი პრეპანდემიურ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა

„ავიაგადაზიდვების ფასი პრეპანდემიურ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა,“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „კამექს ეარლაინსის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით,  პანდემიის პერიოდში ტვირთების გადაზიდვის ღირებულება 1 კგ-ზე 18 დოლარსაც კი აღწევდა.

„2019 წლისთვის ჩინეთი-ევროპა, ფასები მერყეობდა 2.5-3 დოლარის ფარგლებში, თუმცა, კოვიდის დროს გაიზარდა ღირებულება და 12-15, ზოგ შემთხვევაში 18 დოლარამდეც კი იყო ასული, რაც გამოწვეული არ იყო იმით,  რომ რაღაც გაძვირდა. პირიქით, საწვავი რომელიც მთავარი მდგენელია, გაიაფებული იყო. 

მიწოდებასთან შედარებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა.  დღეს ვხედავთ, რომ ფასები სტაბილურდება. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ახლოსაა პრეკოვიდურ ნიშნულთან,  მაგრამ მაინც შედარებით მაღალი რჩება, რადგან ფასის შემადგენელი ნაწილი, საკმაოდ ბევრი კომპონენტი ისევ ძვირია,“-აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.