ეკონომიკა
09/06/2020

გიორგი ხიშტოვანი: FDI-ს მაჩვენებელი COVID-19-ის გარეშეც უარყოფითი იქნებოდა

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში ისედაც უარყოფითი იქნებოდა და მონაცემებზე კორონავირუსის პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მსგავსი ვითარება მეორე კვარტალშიც შენარჩუნდება.

„კორონავირუსის პანდემია რომ არ ყოფილიყო, პირველი კვარტლის შედეგები მაინც უარყოფითი იქნებოდა. მსხვილი პროექტები დასრულდა, კლების ტრენდი კი უკვე თვალსაჩინო იყო. ის, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალი გადის, ფაქტია. ასე გაგრძელდება მინიმუმ მეორე კვარტალშიც. ბევრი ბიზნეს აქტორი დღეს იმაზე ფიქრობს, როგორ გადმოიტანონ წარმოება მასთან უფრო ახლოს. მაგალითად, ჩინეთიდან უფრო ახლოს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობაა, მაგრამ რთულია. ჩინეთის და აზიის ბაზარი იმხელა კონკურენტულ უპირატესობას ფლობს, რთული იქნება თუნდაც ევროპელი ინვესტორების ჩინეთიდან საქართველოში გადმოყვანა, მაგრამ ეს შესაძლებელია.

მსხვილი პროექტები დასრულდა, ახალი გეგმაში არ არის, შესაბამისად, ან უნდა შევეგუოთ გარემოებას, რომ საქართველოში იმ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ შემოვა, რა მასშტაბითაც შემოდიოდა, ან რაიმე ზომები უნდა მივიღოთ. საქართველოში ინვესტირება უცხოელი ინვესტორებისთვის ღირებული უნდა იყოს“,- აღნიშნა ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის I კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7%-ით ნაკლებია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023