ეკონომიკა
18/06/2020

გიორგი გახარია: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობა სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან საუბრობს და ეს იყო გააზრებულად გაკეთებული რომ შემდგომი პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის გეგმა იყოს დაბალანსებული. 

"ის უნდა ითვალისწინებდეს, როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია".

მისი თქმით, ქვეყანას დიდი სატრანზიტო პოტენციალი აქვს, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება, გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და გვაქვს, რაც მთავარია მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი , რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მარალი დამატებითი ღირებულება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.