ეკონომიკა
09/06/2020

გიორგი გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები სავალუტო ფონდთან უკვე შეთანხმებულია, - პრემიერმა ბიუჯეტით გათვალისიწნებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

„ამ პარამეტრებით, ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მლნ-ით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5%“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, მთავრობა პროგნოზირებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას.

„მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის 4%, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, დაახლოებით 6%-ია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა, არაპროგნოზირებადობა. ჩვენ, ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს ჩვენ, რომ რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მწირი რესურსი, იყოს ძალიან ფრთხილად გამოყენებული, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად. ეს არის ძირითადი პრინციპები, როდესაც მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი მსგავსი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელიც განპირობებული იყო, სწორედ ამ დიდი გამოწვევით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023