ეკონომიკა
31/07/2020

გერმანია საქართველოს 200 მლნ ევროს გამოუყოფს

გერმანიის მთავრობა საქართველოს პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 200 მლნ ევროს გამოუყოფს.

მხარეებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს გერმანიის მთავრობისგან 170 მლნ ევროს შეღავათიანი სესხსა და 28,5 მლნ ევროს გრანტს მიიღებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

ფინანსური რესურსი მიიმართება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

„მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“ – 100 მლნ ევრო სესხის, ხოლო 2 მლნ ევრო გრანტის პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“ – 40 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3,2 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ – 30 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3.0 მლნ ევრო პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“ - 18,5 მლნ ევრო გრანტის სახით;

„ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება - ფაზა II“ - 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით.