ეკონომიკა
25/02/2023

ერთ წელში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 24.3%-ით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 40,531 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევით, 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით მეტია 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 7,077 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 142.9%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 297.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 11,652 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 135.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 301.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 9,004 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 125.0%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 292.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Businesspartner