ეკონომიკა
24/07/2020
ექსპერტები ეკონომიკური ვარდნის შენელებას პროგნოზირებენ
მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით ეკონომიკური ვარდნა 5-7%-ის ფარგლებში იქნება, - ეს Galt&Taggart-ის პროგნოზია.
კვლევითი ორგანიზაციის ვარაუდით, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა ორნიშნა რიცხვს აღარ მიაღწევს და ის მაქსიმუმ 8.6%-ის ფარგლებში იქნება. ამბობენ იმასაც, რომ გასული თვიდან მოყოლებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, თუმცა განწყობები პოზიტიურ ნიშნულებს ისევ ვერ უბრუნდება.