ეკონომიკა
31/07/2020

ეკონომიკური ვარდნის ტემპი ივნისში შენელდა

აპრილისა და მაისის მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ივნისში ეკონომიკური კლების ტემპი შენელდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა

2020 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა -5.8%-ით შემცირდა.

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ეკონომიკა 16,6%-ით, მაისში კი 13,5%-ით  შემცირდა.

Businesspartner