ეკონომიკა
17/03/2020

ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია წელსაც გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიან ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევაში, რომლის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

„მნიშვნელოვანია, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. კვლევაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაატარა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით არაერთი ასპექტის გაუმჯობესებას, იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციებისა თუ საგადასახადო სისტემის სიმარტივე. ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა მდგრადი ტემპით იზრდება, რაც ძალიან კარგი გზავნილია საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ ან ამას სამომავლოდ გეგმავენ,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა). 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023