ეკონომიკა
01/02/2021

EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო საქართველოში ვირტუალურ შეხვედრებს გამართავს

საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტი ვირტუალურად იმოგზაურებს. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 1 და 2 თებერვალს გაგრძელდება, EBRD- ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას, ფინანსთა მინისტრს და EBRD– ის გუბერნატორს, ივანე მაჭავარიანს, ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას და თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდება. ასევე, ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პროგრამის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და დონორებთან, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს განვითარებაში. EBRD- ის პრეზიდენტი გამოიყენებს ციფრულ პლატფორმებს, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობის და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა ჩამოაყალიბეს.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ვირტუალური ფორმატი ასახავს როგორც EBRD–ს, ისე საქართველოს ადაპტაციის შესაძლებლობას არსებულ ვითარებაში და ადასტურებს იმ ძლიერ ურთიერთობებს, რომელსაც რეზიდენტი ოფისების მეშვეობით EBRD–ი აყალიბებს. მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის საქმეში. იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში მოგზაურობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი.”– აღნიშნა EBRD- ის პრეზიდენტმა.