ეკონომიკა
04/01/2021
ავტორი: Business Partner

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა

2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 22 თვიანი მინიმუმია.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონე მინუსებში გამოისახა და 1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებოის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კლებულობს, დეკემბერში მაჩვენებელი სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელსაც (3%) ჩამოსცდა.