ეკონომიკა
04/05/2023

დეფლაცია ძირითადად საწვავის გაიაფების ხარჯზეა

აპრილში სურსათი 2%-ით გაიაფდა (m.m) მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველის და პურის ფასის შემცირებით.

სებ-ის "თვის მიმოხილვის" თანახმად, იაფდება საწვავიც. ბენზინის და დიზელის, 4.1% და 6.2%-ით გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 %პ-ით შეამცირა.

ამის საპირისპიროდ, ძროხის ხორცის (+18%Y.Y), ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 %პ-ით გაზარდა.

საანგარიშო თვის წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის გაიაფებამ განაპირობა. მისი წილი ბოლო თვეებში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პპ შეადგინა.

ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პპ-ით შეამცირა. აპრილში, სურსათის ფასები წინა წელთან შედარებით 5.8%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიფასებისა წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პპ-ს შეადგენს.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,
ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს შემცირდა და 4.7% შეადგინა.

წლიური ინფლაცია 2.7%-მდეა შემცირებული, მარტის 5.1%-ის შემდეგ. თუმცა აგრეგირებულ მაჩვენებელში შიდა ინფლაცია - 6% კვლავ მაღალი რჩება.  რომელიც ძირითადად მომსახურების სექტორის სიძვირის ხარჯზეა. ყველაზე დიდი წვლილი აქვს ქირას, რომლის  წილი გაზრდილია 0.6%-მდე. -0.6%-იან დეფლაციის ყველაზე მსხვილი მდგენელი კი საწვავია.