ეკონომიკა
19/08/2020
დაბა ფასანაურში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ₾2 მილიონი დაიხარჯება
დაბა ფასანაურში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის ეწყობა ახალი სისტემები.
პროექტის შესაბამისად განხორციელდება მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობებზე რეზერვუარების მშენებლობა.
პროექტის დასრულების შემდეგ 1 200-მდე ადამიანი და ტურისტები 24 სთ-იანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.