ეკონომიკა
27/07/2020
COVID-კრიზისის დაძლევის გრძელვადიანი გეგმის შემუშავება გვიანდება
კორონაკრიზისის დაძლევის გრძელვადიანი გეგმის შემუშავება გვიანდება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ.
მათი განმარტებით, დოკუმენტის დროული გამოქვეყნებისა და მის შესრულებაზე მუშაობის დაწყების გარეშე კომპანიები მოლოდინის რეჟიმში ყოფნას ვეღარ შეძლებენ და გაკოტრედებიან.
სპეციალისტები უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ბიუჯეტმა წლის პირველ ნახევარში კომპანიებისგან მოსალოდნელზე ნაკლები შემოსავალი მიიღო, რაც ეკონომიკას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.
ექსპერტი რამაზ გირლიანი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიების უმრავლესობა გადასულია დაკვირვების რეჟიმში, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ უახლოეს პერიოდში შემოდგომამდე მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ.