ეკონომიკა
07/12/2020

“ბედნიერები არ ვართ იმით, რომ  ფქვილის სუბსიდირება ხდება“ - ლევან სილაგავა

„ჩვენ ბედნიერები არ ვართ რომ  ფქვილის სუბსიდირება ხდება, არც მაშინ ვიყავით, როდესაც ხორბლის ფასის სუბსიდირება ხდებოდა, ისევე როგორც მეპურეებსაც არ უნდოდათ სუბსიდირება მათ სეგმენტში, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ბაზრის მომხრეები ვართ“, - რატომ გადაწყდა ფქვილის და არა პურის ფასის სუბსიდირება ამ  დეტალებზე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა  ლევან სილაგავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ლევან სილაგავას თქმით, როდესაც საუბარია 10 000 ტონა ფქვილის ფასის სუბსიდირებაზე, გათვალისწინებულია ზედმეტობაც, რომ რისკების გადაზღვევა მოხდეს.

„რატომ წავიდა მთავრობა ფქვილის და არა პურის ფასის სუბსიდირებაზე? აქ არგუმენტი იყო ის, რომ  2500 საცხობის და პურის ქარხნის კონტროლი უფრო რთულია, ვიდრე 30-40 წისქვილკომბინატის“, - აღნიშნა სილაგავამ.

გადაცემაში საუბრისას აღინიშნა, რომ ძირითადი მოხმარების პურისთვის საჭირო ფქვილის რაოდენობის 1/3-ის დასუბსიდირებით მოხდა ის, რომ მასობრივად პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.  

 „დღეს გაიხსნა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც დასრულდება 9 დეკემბერს 2 საათზე, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და ამ ტენდერს თანდართული ექნება იმ  პურის ქარხნების სია, რომლებმაც პირველი ხარისხის  ფქვილი უნდა მიიღონ 53 ლარად, რომ მათ გამოაცხონ პური, რომელიც არ გაძვირდება“, - განაცხადა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადად სჭირდება თვეში 30 ათასი ტონა ფქვილი, აქედან  10 000 ტონა ფქვილის ფასის თანადაფინანსება მოხდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023