ეკონომიკა
07/12/2020

“ბაზარი ღიაა და სადაც იაფია,ხორბალს იქ ვყიდულობთ “ - ლევან სილაგავა

ხორბლისთვის ბაზრები ღიაა და სადაც იაფია იქ ვყიდულობთ ხორბალს, - რატომ არის  საქართველოს შესყიდვებში რუსული ხორბლის დიდი წილი  საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა.

ლევან სილაგავა აცხადებს, რომ რუსულ ხორბალს მსოფლიოს 124 ქვეყანა ყიდულობს, ის მსოფლიოში ხორბლის  N1 ექსპორტიორია, საქართველოსთვის კი მიმზიდველია ფასი და ლოგისტიკა.

სილაგავას თქმით, საქართველო ცდილობს დივერსიფიცირება მოხდეს და ხორბლის იაფად შესყიდვა გახორციელდეს.

„შარშან ოქტომბერში ვიყიდეთ 80 ათასი ტონა ხორბალი  ყაზახეთიდან, 30 ათასი ტონა  აშშ-დან. წელს უკვე შევისყიდეთ აშშ-დან ხორბალი და 2 გემი შემოვიდა, კიდევ 2 გემი, 60 ათასი ტონა ხორბლით დატვირთული დეკემბერში შემოვა. ალბათ ყაზახეთიდანაც ვიყიდით. ჩვენი ჯაჭვი ასეთია: ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი, ახალი კონტრაქტები. იმიტომ არის 2 თვის მარაგები, რომ  თუ რისკები მოდის, გვქონდეს შესაძლებლობა გავაანალიზოთ სად შეიძლება გადავერთოთ. იგივე მექანიკური პრობლემების დროს, მაგალითად, რუსეთმა რომ დაკეტოს ექსპორტი. თუ მოხდა ასეთი რამ არის შესაძლებლობა ხორბალი შემოვიტანოთ  რუმინეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თუმცა ყაზახეთიდან ლოგისტიკა ძალიან ძვირი ჯდება. რთული გზაა გამოსავლელი.  მაგალითად, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა ჯდება  100 დოლარი 1 ტონაზე,  მაშინ როცა რუსეთიდან გემით რომ შემოიტანო 17-24 დოლარია 1 ტონაზე“,  - განმარტა ლევან სილაგავამ.

ლევან სილაგავას თქმით, ბაზარი კონკურენტულია და 100-ზე მეტი ხორბლის იმპორტიორი ოპერირებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023