ეკონომიკა
16/02/2023
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ბაზაში 4 901 ფიზიკური პირია რეგისტრირებული
შემოსავლების სამსახურის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ბაზაში 4 901 ფიზიკური პირია რეგისტრირებული.
უწყების ინფორმაციით, აქედან 34 ადამიანი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ხოლო 4 867 თავად ფიზიკური პირის მომართვის შედეგად დარეგისტრირდა.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.