ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსით საქართველოში 7 კომპანია სარგებლობს
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსით საქართველოში 7 კომპანია სარგებლობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმება უკვე მიმდინარეობს ორ კომპანიაში. ერთი კომპანიის შემთხვევაში კი განაცხადის განხილვის ეტაპია დაწყებული.
როგორც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ „ბიზნესპარტნიროთან“ საუბრისას განმარტა, სტატუსის მფლობელებს შორის უმეტესი ნაწილი იმპორტიორია.
„სტატუსის მფლობელი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ექსპორტიორი კომპანიაა, ორივე მათგანი ღვინის ექსპორზეა ორიენტირებული. აქტივობა დაბალია. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ გამარტივებული აქვს საბაჟო პროცედურები. გადამხდელის დაინტერესება აქედან გამომდიარე ნაკლებია.“-აღნიშნა ნათია ცუცქირიძემ.
მისივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ურთიერთაღიარების ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთანაც მუშაობს. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა.
„მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ურთიერთაღიარების ხელშეკრულების გაფორმება, არ უნდა გვქონდეს, საკმაოდ რთული პროცედურებია გასავლელი, თუმცა ჩვენი მიზანი ამ ურთიერთაღიარების ხელშეკრულების რაც შეიძლება სწრაფად აგაფორმებაა.“-აღნიშნა ნათია ცუცქირიძემ.