ეკონომიკა
10/08/2020

“აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი“-BAG

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად  აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე საუბრობს. 

„სულ ახლახანს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწვავის ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობისათვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების თაობაზე. იქვე ავღნიშნეთ, რომ აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად აღსრულება. 

საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკოლოგიური გარემო არის უპირველესი საზრუნავი თითოეული ჩვენთაგანისათვის. პარლამენტის მიერ მიღებული ამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქვეყანაში უხარისხო საწვავის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისათვის წერტილის დასმაა და ამით - მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფაა.

თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილებების პარალელურად, აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი მათი ფუნქციონირების ყოველდღიურ ციკლთან მიმართებაში. ამ კუთხით, გარემოზე ზემოქმედების ნიშნით, მნიშვნელოვანია სასუნთქი სარქველების არსებობის უზრუნველყოფა ნავთობპროდუქტებისათვის განკუთვნილ ყველა რეზერვუარზე. პრობლემაა ისიც, რომ ავტო-გასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ნავთობბაზების უმეტესობა წინა საუკუნეშია აშენებული და შესაბამისად, მათი ტექნოლოგიური სტრუქტურა ნამდვილად ტოვებს უკეთესის სურვილს.  საწვავის მიღებისა და გაცემის ციკლის დროს ატმოსფეროში ანაქროლი აირების ერთადერთი შემაკავებელი - სწორედ სასუნთქი სარქველებია.

სამწუხაროდ, დღეისათვის, სარქველების არსებობისა და მათი შესაბამისობის კუთხით  არ ხორციელდება სრულფასოვანი მონიტორინგი და მხოლოდ მეწარმე-სუბიექტების კეთილ ნებაზეა მინდობილი ავტო-გასამართი სადგურების სასუნთქი სარქველებით აღჭურვა და ექსპლუატაცია. შესაბამისად, სურათიც არსებული მიდგომების ადეკვატურია:  ნავთობკომპანიების ნაწილი იცავს ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ტექნიკური, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების პირობებს, ხოლო მეორე ნაწილი ამას სრულად უგულებელყოფს - რაც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც კი. თუკი გავიაზრებთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით ასობით ტონა ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია ხდება - ადვილი წარმოსადგენია იმ ანაქროლი აირების ოდენობა, რომლებიც სარქველების არქონის პირობებში პირდაპირ ხვდება ატმოსფეროში“-აცხადებს მიშველაძე. 

მისი ინფორმაციით,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, შესაბამის უწყებებთან ერთად, პრობლემის განხილვასა და შემდგომ მონიტორინგს, რის შედეგსაც აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021