ეკონომიკა
07/02/2023

"ამ მასშტაბით არასოდეს ყოფილა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“- ლაშა ლობჟანიძე

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობს, რაც სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გამოიწვევს.

როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თუ აქამდე იუსტიციის სახლები ორ ჯგუფად იყოფოდა, დედაქალაქის დიდ ფილიალებად და 89  საზოგადოებრივ ცენტრად.

„ნებისმიერი სერვისი, რომელიც მოქალაქეებმა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ფილიალებში შეუძლიათ  მიიღონ, ახლა უკვე შესაძლებელია იმ ნებისმიერ 117 ფილიალში მიღება. ეს არის პიროვნებასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თუ სხვა. მოქალაქეებს 470-ზე მეტი სერვისის მიღება  მათსავე რეგიონში შეუძლიათ   “- განაცხადა ლაშა ლობჟანიძემ.

მისივე განმარტებით,  მარტიდან ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ იუსტიციის სახლის ფილიალში  შეეძლება  საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება. 

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავაფორმეთ ურთიერთშეთანხმება  საპენსიო სააგენტოსთან, რომელიც მარტიდან 117  ფილიალსა და ყველა მობილურ იუსტიციის სახლში ჩაეშვება. თანდათან ყველა სერვისი სრულად გვინდა მოვიცვათ,“ -აცხადებს ლობჟანიძე.

იუსტიციის სამინისტროს თავჯდომარის თქმით, გასული წლის განმავლობაში კადრების გადამზადების კუთხით ძალიან დიდი პროექტი განხორცილდა. 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მინისტრის გადაწყვეტილებით,იუსტიციის სახლებში  დასაქმებულების ანაზღაურება დედაქალაქსა და რეგიონებში გათანაბრდა. ჩვენ ამ რეფორმის შედეგად უკვე რეგიონებში შევძელით  ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა, რაც ვთვლი, რომ  ამ რეფორმის შედეგად ძირითადი მონაპოვარია,"-აცხადებს იუსტიციის სამინისტროს თავჯდომარე.

ლაშა ლობჟანიძე აღნიშნავს,რომ ამ მასშტაბით არასოდეს ყოფილა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, საზოგადოებას შეეძლება სპეციალურად შექმნილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით,  470-ზე მეტი სერვისი  სახლის კართან მიიღოს. 

„ტურიზმის სექტორი საკმაოდ მზარდია და მნიშვნელოვანი იყო ადგილზე შეგვექმნა იმ სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლებიც მანამდე დიდ ქალაქებში ან ცენტრებში უწევდათ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს მიეღოთ. აღარ ვსაუბრობ მცირე ბიზნესებსა და ადგილობრიც მოსახლეობაზე, რომლებსაც უკვე შეუძლიათ რეგიონებში ძალიან ბევრი სერვისის მიღება, ეს იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები, საჯარო რეესტრის ბიუროს სერვისები, სერვისები სააგენტოს განვითარების სერვისები,“ -ამბობს ლაშა ლობჟანიძე.

იუსტიციის სამინისტროს თავჯდომარე აცხადებს, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება სხვადასხვა სერვისი, მაგალითად დოკუმენტის APO სტილის ან ლეგალიზაციის ნაწილი, რისი მიღებაც ახლა უკვე იმ რეგიონშივე შეუძლიათ, რომელსაც სტუმრობენ.

„ჩვენ ჩვენს ნაწილში ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას ვაძლევთ სერვისი მიიღოს, განაცხადი ჩააბაროს ან გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საკუთარი რეგისტრაციის ნაწილთანაა დაკავშირებული,"-აღნიშნავს იუსტიციის სამინისტროს თავჯდომარე.

ცნობისთვის, იუსტიციის სახლების რაოდენობა რეგიონებში, დედაქალაქსა თუ სოფლებში 117-მდე გაიზარდა. მასშტაბური ცვლილებების შედეგად, არსებული 89 საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ მოექცა, ხოლო სერვისების რაოდენობა 470-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.