ეკონომიკა
18/08/2020

ალგეთის ეროვნულ პარკში ₾50 მლნ-ის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე - ქვემო ქართლში, „დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფარგლებში 

„დაშბაშის კანიონზე“, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით და ვიზიტორთა ცენტრით, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი განთავსდება.

დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

რეკორდული საინვესტიციო ღირებულების მქონე პროექტი ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებას და პოზიტიურად იმოქმედებს როგორც გარემოზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

2012 წლიდან დღემდე, ალგეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად:

აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი, სადაც განთავსდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო სივრცე და კაფეტერია.

მოეწყო შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ორ ასაკობრივ ზონადაა დაყოფილი და სხვადასხვა დაბრკოლებებს მოიცავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021