ეკონომიკა
19/08/2020

6 თვეში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა

2020 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 198.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 130.1 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

ასევე აღსანიშნავია, რომ საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტში (-42.2%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (57.7%). 

 

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 383.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 290.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 278.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).

 

 

Businesspartner