6 თვეში ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა
2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 61.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა
და 1 083.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2015-2020 წლებში:
2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (206.9 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (142.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (118.3 მლნ. აშშ დოლარი).