ეკონომიკა
17/03/2020

4 ნაბიჯით წინ – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მე-12 ადგილზეა

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა, სარეიტინგო ქულა – 77,1.

ქვეყანას 2 პოზიციით გაუმჯობესდა რეიტინგი ევროპის მასშტაბითაც. ევროპის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზე.

რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა მიმართულებებში -საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა).

რეიტინგში საქართველო უსწრებს ისლანდიას, ნიდერლანდებს, ლიეტუვას, აშშ-ს, ლუქსემბურგს, ფინეთს, შვედეთს, ჩეხეთს, კორეას, გერმანიას, ნორვეგიას, ავსტრიას, იაპონიას, ყატარს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, ბელარუსიას, უკრაინას…

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიანი ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმები. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივემ ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით.

ინდექსის შეფასება ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023