ეკონომიკა
13/08/2020

300-მდე ფიტნეს ცენტრიდან საქმიანობის განახლების უფლება 166-ს მიენიჭა

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული 2900-მდე სასტუმროდან ნებართვა 1461-მა მიიღო. როგორც შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა  ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტორების რაოდენობა უახლოეს დღეებში გაიზრდება და აგვისტოს შუა რიცხვებიდან პროცესში 70-მდე ინსპექტორი იქნება ჩართული.

მისი ინფორმაციით, 300-მდე ფიტნეს ცენტრიდან 166-ს მიენიჭა საქმიანობის განახლების უფლება. ამასთან შემოწმებულია 140 ღია და დახურული ტიპის აუზი, საიდანაც საქმიანობის განახლების შესაძლებლობა მიეცა 93-ს. ბექა ფერაძის განმარტებით, 150 ობიეტზე განხორციელებული გეგმიური ინსპექტირების შედეგად 61 ობიექტი დაჯარიმდა.

„სანქცირება ჩვენ გამოვიყენეთ არა მხოლოდ განთავსების ობიექტების მიმართ არამედ ბაზრების და ბაზრობებისა და სხვა ობიექტების მიმართაც. სადაც ვხედავთ რომ მომატებული არის რისკი ჩვენ ვახდენთ ყველა ობიექტის შემოწმებას.“-განაცხადა ბექა ფერაძემ.