ეკონომიკა
12/08/2020

300 ლარიან კომპანსაციას დამატებით 70 ათასზე მეტი თვითდასაქმებული მიიღებს

ერთჯერად 300 ლარიან კომპანსაციას დამატებით 70 ათასზე მეტი თვითდასაქმებული მიიღებს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით სახელმწიფოს მიმართეს, მაგრამ სრულფასოვანი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ მოახერხეს.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ველთაურმა განაცხადა, ბოლო მონაცემებით 180 ათასზე მეტ თვითდასაქმებულს უკვე ჩაერიცხა 300 ლარიანი კომპენსაცია. 15 მაისიდან 1-ელ აგვისტომდე პორტალზე ჯამში 251 600 ადამიანი დარეგისტრირდა.

„რეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხდებოდა რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში. არაფორმალურ თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას კი განიხილავდა სამუშაო ჯგუფი და გადასცემდა უწყებათაშორის კომისიას.

დადგენილების მიხედვით საჭირო იყო დოკუმენტების წარმოდგენა, სადაც დასტურდებოდა განმცხადებლის ეკონომიკური საქმიანობა. რა თქმა უნდა, რიგი განცხადებები არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. ასეთ განცხადების ადრესატებს ქონდათ განცხადების დაზუსტების შესაძლებლობა. თუმცა როგორც დაანონსდა, 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებს ყველა, რომელმაც პირველ აგვისტომდე მოითხოვა კომპენსაციის მიღება, მიუხედავად იმისა შეძლო თუ არა მან დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა.“ -განაცხადა ნინო ველთაურმა.

Businesspartner