ეკონომიკა
21/07/2020

30 წელია ხალხი უმუშევრობას და სიღარიბეს გაურბის - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპარტნიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო (სიღარიბე) რიცხვებში:

- საქართველო ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა- ბულგარეთი.

-ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სიღარიბის მაჩვენებლებით საქართველო მხოლოდ მოლდავეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს და ყირგიზეთს უსწრებს.

- დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობა ყოველ წელს მცირდება. 30 წელია ხალხი გაურბის უმუშევრობას და სიღარიბეს.

- ქვეყანა წლებია ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. ახლაც გზავნილები ერთადერთი შემოსავალია რომელიც არ მცირდება.

- 3,7 მილიონიან ქვეყანაში, 400 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებს. კიდევ 300 ათასი კი, მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. 850 ათასი პენსიონერის შემოსავალი 220 ლარია. ქვეყანაში გაფორმებულია 600 ათასი სალომბარდო ხელშეკრულება.

- ყოველი მესამე ბავშვი ქვეყანაში სიღარიბეში იზრდება (27.6%), 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი

- მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54 პროცენტი) კი ამბობს, რომ თუ 300 ლარის სესხება დასჭირდა, ერთი ახლობელიც კი არ ჰყავს, რომელსაც ამ თანხას ესესხებოდა.

- ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს- მილიონ130 ათას ადამიანს აქვს. აქედან 16 პროცენტის ანუ 191 ათასი ადამიანის ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლებია.

- 1,9 მილიონიანი სამუშაო ძალიდან, წელიწადში 40,000 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2% აქვს და ა.შ.

ასე გამოიყურება რეალობა რიცხვებში“-წერს ქადაგიძე. 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023