ეკონომიკა
24/02/2023

2022 წლის მესამე კვარტალში ₾600-მდე ხელფასი 195 000 ადამიანს ჰქონდა

„2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 78.9%-ით არის გაზრდილი.“ - ამის შესახებ საუბარია PMCG-ის მიერ მომზადებულ დასაქმების თრექერში.
 
ამასთან, 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა.
 
2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასი 599 ლარამდე იყო, 26.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
 
2022 წლის მესამე ვარტალში 600 ლარამდე ხელფასი 195 000 ადამიანს ჰქონდა.
 
 
 
Businesspartner