ეკონომიკა
24/04/2023

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი - 2023 წლის I კვარტალი

პირველ  კვარტალში ქონების ეროვნულმა სააგენტომ 46.3  მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაასხვისა.   

სააგენტოს ინფორმაციით,  საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 28 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 29. 5 მლნ ლარი შევიდა. პირველ სამ თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 667 აუქციონი გამოაცხადა.

საპრივატიზაციო ობიექტებიდან ყველაზე ძვირად თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდა. უძრავი ქონება, რომლის საწყისი ფასიც 4.4 მლნ ლარი იყო,  ჩაჩავას კლინიკის საკუთრებაში გადავიდა.

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი ასეთია:

ქალაქ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი 4,310,000.00 , გამარჯვებული -  სს ჩაჩავას კლინიკა.

ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. საწყისი ფასი 3,140,000.00,  გამარჯვებული -  შპს "ჯეოსთილი".  

ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასი 1,345,000.00, გამარჯვებული - გივი შავერდაშვილი.

ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საწყისი ფასი 1,982,000.00,  გამარჯვებული -  შპს "გიო".

ქალაქ თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საწყისი ფასი 1,915,000.00. გამარჯვებული -  შპს "ჯი-თი გრუპ".

ქალაქ თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1  შენობა-ნაგებობა. საწყისი ფასი 1,500,000 ლარი, გამარჯვებული- დავით ჯიმშელაძე.

ქალაქ თბილისში, მოსკოვის გამზირის N25-ის მიმდებარედ არსებული 6357.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული N1- N3  შენობა-ნაგებობები  საწყისი ფასი 1,105,000  ლარი, გამარჯვებული,    შპს Geovoice

ქალაქ რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა           1,065,000.00 ლარი, გამარჯვებული  - შპს "ჯეოსთილი".

ქალაქ თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწყისი ფასი 477,000.00. გამარჯვებული -  შპს "ენსო".

ქალაქ თბილისში, ჭირნახულის ქუჩა N16-ში (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.   საწყისი ფასი 1,027,500  ლარი, გამარჯვებული - შპს "ფრანკო".

რაც შეეხება  სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული მოძრავი ქონების აუქციონის წესით  გაყიდვას, ამ მიმართულებით ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ჯამში გამოცხადებული იყო 9147 აუქციონი, შედეგად გეგმით  გათვალისწინებული 1 875 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ 2 965 647 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა.

Businesspartner