ეკონომიკა
30/07/2020

1 წელში საქართველოში დასრულებული მშენებლობის ფართობი 44.6%-ით შემცირდა

2020 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასრულებული მშენებლობების მოცულობა 2,8 მილიონი კვადრატული მეტრით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 758,779 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ობიექტების რაოდენობა კი 810-ია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 3,520,869 კვადრატული მეტრი და 4,991 ობიექტი იყო და უმეტესობა აჭარაზე მოდიოდა. წელს, წლის პირველ კვარტალში დასრულებული მშენებლობების უმეტესობა - 423,833 კვადრატული მეტრი კვლავ დედაქალაქზე მოდის, მეორე ადგილზე კი იმერეთის რეგიონია 59,441 კვადრატული მეტრი დასრულებული მშენებლობით. მესამეა მცხეთა-მთიანებთი 58,909 კვადრატული მეტრით. აჭარა მეოთხე პოზიციაზეა თითქმის 47 ათასი კვადრატული მეტრი დასრულებული მშენებლობით.

როგორც ცნობილია,საქართველოს მთავრობამ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, უძრავი ქონების გაყიდვების სტიმულირებისთვის იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწყეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

 

 

Businesspartner