ბიზნესი
16/09/2021

ზვიად ციკოლია: პერსონალური თვითმფრინავისთვის საქართველოში მასალების შოვნა გაჭირდა

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია პერსონალური, ერთადგილიანი სასეირნო თვითმფრინავის ახალი მოდელის შექმნის დეტალებზე “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

როგორც ციკოლია აცხადებს, პროცესი ნელი ტემპებით მიდის, რადგან საქართველოში პრაქტიკულად მასალების შოვნა ძალიან გაჭირდა.

„ფიზიკურად არ იშოვება, ამიტომ ყველაფრის ჩამოტანა გვიწევს საზღვარგარეთიდან, ამიტომ პროექტი სამწუხაროდ ნელი ტემპებით მიდის და  წესიერად ვერც ინვესტიციას ვახორციელებთ. მთელი ინვესტიცია მიდის ლოჯისტიკაში, რომ ჩამოვიტანოთ მასალები. ეს არის ახლა ჩემი ძირითადი ინვესტიცია. მსხვილი ინვესტიცია მაშინ განხორციელდება, როდესაც რეალური ერთი მოდელი იქნება შექმნილი იმისთვის, რომ შემდეგ სერიული წარმოება დაიწყოს.

ამას დაემატა კორონავისურის პანდემიაც, რომელმაც ყველაფერი გააჩერა. რაზეც 3 დღე გვჭირდებოდა, იმაზე ახლა თვენახევარი გვჭირდება,“ - აცხადებს ციკოლია.

რაც შეეხება იმას, თუ როდისთვის დასრულდება პროექტზე მუშაობა და როდის დაიწყება ქართული თვითმფრინავის წარმოება, ამაზე ციკოლიას კონკრეტული პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ ეს რთული პროექტია, რომლის განხორციელებაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე თვითმფრინავების პროექტზე მუშაობა „დელტას“ გამოყოფილ ფართში უნდა მოხდეს, თვითმფრინავის შეძენას კი  ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ზვიად ციკოლია არ აკონკრეტებს რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება პროექტში, თუმცა, იმას აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით  25 000-დან 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020