ბიზნესი
17/08/2021

ზვიად კორძაძის "ბარბალეს მარანი" სექტემბერში გორგასლის ქუჩაზე გაიხსნება

ადვოკატ ზვიად კორძაძის დაანონსებული სადეგუსტაციო სივრცე "ბარბალეს მარანი" ძველ თბილისში გაიხსნება.

სივრცის გახსნა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ის უკვე სტუმრებს სექტემბრიდან უმასპინძლებს.

სივრცეში სხვადასხვა დასახელების - ციცქა, ცოლიკაური, ოცხანური საფერე, უსახელაური, იმერული, მწვანე და რქაწითელის კუპაჟი, ლეჩხუმის ცოლიკაური, ხიხვი და კრახუნა - ღვინო გაიყიდება. ზვიად კორძაძე მაყვლის, მსხლის და ვაშლის ღვინოებსაც აწარმოებს.

ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს და წელიწადში დაახლოებით 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 

მიუხედავად იმისა, რომ "ბარბალეს მარანი" ბაზარზე ახალი გამოსულია, მისი პროდუქტებით უკვე დაინტერესდნენ საექსპორტო ბაზრებზეც. კომპანიამ პირველ წარმატებასაც მალევე მიაღწია. 

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "ბარბალეს მარნის" წარმოებულმა საფერავმა ჟიურის მოწონება და ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022