ბიზნესი
28/07/2023

ზურაბ მარგველაშვილი: "თბილღვინოსთვის" ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია

"თბილღვინოსთვის" ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, კომპანიას ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს, თუმცა, ჩინეთის ბაზარს კომპანიის შემოსავლებში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, კომპანია "თბილღვინოს" ღვინოები ჩინეთის ბაზარზე ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ექსპორტის რაოდენობები დიდი ალბათობით გაიზრდება. 

"პრემიერის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც ის არის, რომ  გაიზარდოს ინტერესი ჩინური მხრიდან ქართულ ღვინოზე. ცალკეული ბიზნესმენების მხრიდან დამყარებული კონტაქტები არსებობს, თუმცა, სამთავრობო დონეზე ამაზე მუშაობას, ბევრად დიდი ეფექტი ექნება,"- აღნიშნავს მარგველაშვილი. 

როგორც ცნობილია, "თბილღვინო" 30 ქვეყანაში, დაახლოებით, 70 პარტნიორთან თანამშრომლობს. მათ შორისაა,  პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი , უკრაინა და ა.შ. 

დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 405 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში, რომლებიც წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. მათი გაშენების პროცესი, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2013 წელს დაიწყო, 2017-ში კი კომპანიამ შეძლო პირველი მოსავალი აეღო.

დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020